ვითარება რიკოთის უღელტეხილზე

რიკოთის უღელტეხილი ამ დრომდე ჩაკეტილია. ამ წუთებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მგზავრებს საჩხერე-გომის ალტერნატიული გზით სარგებლობისკენ მოუწოდებს. ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ადგილზე მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანები უკან გააბრუნეს.

ნინო ფისაძე ბოლო ინფორმაციით.