ვითარება რიკოთის უღელტეხილზე

ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება რიკოთის უღელტეხილი.

მეწყრულ უბანზე სპეციალური კვლევები ტარდება. კვირის ბოლოს მომზადდება პირველადი დასკვნა, რომლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, რა პრევენციული ზომები უნდა მიიღონ მეწყერსაშიშ ზონაში მოსალოდნელი საფრთხეების შესაკავებლად. თუმცა ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე შემჩნეული ბზარებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული ეჭვებიც. გეოლოგების ნაწილი გზიდან 200 მეტრით დაშორებულ ფერდზე გაჩენილ ბზარების ბუნებრივად გაჩენის ალბათობას სკეპტიკურად უყურებს.