საოკუპაციო რეჟიმის მორიგმა უკანონო გადაწყვეტილებამ ათეულობით ოჯახს სერიოზული პრობლემა შეუქმნა.
ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება ახალგორთან დამაკავშირებელი ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტი, რის გამოც წეროვნის სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები რაიონის დატოვებას ვერ ახერხებენ. ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ იმ პედაგოგებსაც, რომლებიც ახალგორის ქართულ სკოლაში ასწავლიან. არაერთი მოთხოვნის და მოწოდების მიუხედავად, არაღიარებული რეჟიმი ე.წ. საზღვრის გახსნას არ ჩქარობს და მიზეზად ისევ გრიპის ვირუსის პრევენციას ასახელებს.
ნინო ფისაძე ესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებიც დე-ფაქტო ხელისუფლების ნაბიჯის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.