ახალგორში მიმდინარე მოვლენები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარება იქნება ასევე მთავარი თემა, რაზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, უცხოელ პარტნიორებთან მიმდინარე კვირას დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრებს.
ქეთევან ციხელაშვილი ბელგიაში ვიზიტს იწყებს. მინისტრის განცხადებით, მდგომარეობა უმძიმესია და ერთადერთი გამოსავალი ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნაა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ე.წ. გადასასვლელების გახსნას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე სოფელ წნელისთან ქართული მხარე საგუშაგოს არ გააუქმებს.