„კოვიდ-19“ - ვითარება ოკუპირებულ ახალგორში 

ოკუპირებული ახალგორის რაიონის საავადმყოფოში გასულ კვირას ორი ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ორი პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. მიზეზად საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა სახელდება, რის გამოც ახალგორის მცხოვრებლები თბილისში სამკურნალოდ ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს ქეთევან ციხელაშვილი. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, რეჟიმის გადაწყვეტილებას 4 სექტემბრიდან დღემდე უკვე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დატოვე კომენტარი