საქველმოქმედო განცხადება

18:45, 13.11.2026

ხუთი წლის გიორგი ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ოჯახის ინფორმაციით, სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად, გიორგის ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა განუვითარდა და წელიწადნახევრიანი მკურნალობის შემდეგ, გაურკვეველი ხასიათის გულყრები დაეწყო. ხუთი წლის გიორგისთვის აუცილებელია მხედველობის მდგომარეობის დამატებით გამოკვლევა, სასწრაფო მკურნალობა და კვლევების მიხედვით დადგენილი დამატებით სამედიცინო ჩარევები, ასევე თურქეთში სამ თვეში ერთხელ გამგზავრება. ყველას, ვისაც პატარა გიორგის დახმარება სურს, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.

მსგავსი