ჯანდაცვის პოლიტიკის შესაძლებლობები – ფორუმი თბილისში

18:35, 13.11.2026

„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ – ამ თემაზე იმსჯელეს ფორუმზე, რომელიც თბილისში გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ ჯანდაცვის სისტემის განვითარების პერსპექტივებსა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე. ასევე, განიხილეს ჯანდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესება, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კერძო სადაზღვევო სექტორთან თანამშრომლობის საკითხსაც.

მსგავსი