შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელთან

15:15, 19.02.2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ანტონ კორინევიჩს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით გაწეული ძალისხევა.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე მზადყოფნა გამოთქვეს.

მსგავსი