კიდევ ერთი კონფლიქტი რეგიონში – მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა.
სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ლაჩინის რაიონია – სწორედ ის ადგილი, სადაც 2020 წლის შეთანხმების მიხედვით რუსეთის ძალები არიან განთავსებული. არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გასწვრივ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმაღლე დაიკავა. შეტაკებების შედეგად არიან დაშავებულები და დაღუპულები. ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს საერთაშორისო საზოგადოება. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ და დიალოგისკენ მოუწოდებენ.