ვითარება ყარაბაღში და საპროტესტო აქციები ერევანში

21:41, 21.09.2023

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მორიგი ესკალაცია სომხური მხარის მიერ იარაღის ჩაბარებით დასრულდა. ახლა მთავარი საკითხი რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რეინტეგრაციაა. მხარეებს შორის პირველი შეხვედრა დღეს შედგა. განვითარებული მოვლენების ფონზე, შიდა პოლიტიკური კრიზისის წინაშეა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომლის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები უკვე მესამე დღეა იმართება. ადგილობრივები პრეზიდენტისგან ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით უფრო მკაცრი პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ.

 

მსგავსი