სამშვიდობო მისიის დასასრულს ვითარება რთულდება ცხელ წერტილში.
ბოლო კვირების განმავლობაში „თალიბანმა“ ავღანეთის იმ მნიშვნელოვანი სასაზღვრო ტერიტორიების დაკავება შეძლო, რომლებიც ირანს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს, ჩინეთსა და პაკისტანს ესაზღვრება. სამხედრო ქმედებები აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციური ძალების თითქმის 20-წლიანი მისიის დასრულების საპასუხოდ მიმდინარეობს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთიდან ამერიკული ძალების გასვლა დაჩქარდება და 31 აგვისტომდე დასრულდება.