შეხვედრა „თალიბანისა“ და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის

ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ, „თალიბანისა“ და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ოფიციალური პირების ცნობით, მოლაპარაკებები ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ავღანეთში არსებული ექსტრემისტული დაჯგუფებები და ამერიკის მოქალაქეების ევაკუაცია. შეერთებული შტატების მტკიცებით, შეხვედრა „თალიბანის“ აღიარებას არ ნიშნავს. „თალიბანის“ მიერ დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის, განცხადებით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ დაიცავს 2020 წელს ხელმოწერილი დოჰას შეთანხმების პირობებს. გარიგება მოიცავს „თალიბანის“ ფართო ვალდებულებებს, მიიღოს ზომები, რათა თავიდან აიცილოს ქვეყანაში ისეთი ჯგუფების არსებობა, როგორიცაა „ალ-ქაიდა“ და „ისლამური სახელმწიფო“.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი შაბათის მოლაპარაკებების დეტალებზე, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა შეხვედრამდე განაცხადა, რომ ოფიციალური პირები შეხვედრას „თალიბანზე“ ზეწოლისთვის გამოიყენებენ, რათა ავღანეთში პატივი სცენ ქალთა უფლებებს, შექმნან ინკლუზიური მთავრობა და დაუშვან ჰუმანიტარული სააგენტოები.

დატოვე კომენტარი