ვითარება ავღანეთში

ავღანეთში საევაკუაციო პროცესის დამთავრებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ქაბულში განხორციელებული შემზარავი ტერაქტის ფონზე, ქვეყნების უმეტესობამ საკუთარი მისია დაასრულა. პარალელურად, შეერთებული შტატები იუწყება, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს და ტერაქტის ორგანიზატორი მოკლეს.

მიუხედავად ამისა, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტერორისტული თავდასხმა კვლავ მოსალოდნელია და მომდევნო რამდენიმე დღე განსაკუთრებით სახიფათო იქნება. ქვეყნის შიგნით კი მდგომარეობა დღითი-დღე უარესდება. ავღანელები „თალიბანის“ მიმართ უკმაყოფილებას აღარ მალავენ და საპროტესტო აქციებს მართავენ ქაბულში. იმატებს ავღანეთის დატოვების მსურველთა რიცხვიც. გაერო-ს მონაცემებით, შექმნილი ვითარების ფონზე, წლის ბოლომდე ქვეყნიდან, შესაძლოა, ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე გავიდეს.