ვითარება ავღანეთში

სამშვიდობო მისიის დასასრულს ვითარება რთულდება ცხელ წერტილში.

ბოლო კვირების განმავლობაში „თალიბანმა“ ავღანეთის იმ მნიშვნელოვანი სასაზღვრო ტერიტორიების დაკავება შეძლო, რომლებიც ირანს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს, ჩინეთსა და პაკისტანს ესაზღვრება. სამხედრო ქმედებები აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციური ძალების თითქმის 20-წლიანი მისიის დასრულების საპასუხოდ მიმდინარეობს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთიდან ამერიკული ძალების გასვლა დაჩქარდება და 31 აგვისტომდე დასრულდება.