ატოცში ვითარება უცვლელია.
ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსი ოკუპანტები აქ მხოლოდ პატრულირებენ. უცნობია რა ვითარებაა ჩორჩანა-წაღვლის ტყეში, სადაც მედიის წარმომადგენლებს ზაფხულის მერე არ უშვებენ. გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვები მოქმედებს ატოცშიც. იქ ჟურნალისტები მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების დახმარებით გადაადგილდებიან. ადგილობრივების თქმით, გუშინ ღამის საათებში საოკუპაციო ხაზთან რუსი მესაზღვრეები გამოჩნდნენ. ადგილზე იმყოფებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.