მკვლელობა და უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან

ცოტა ხნის წინ დე-ფაქტო რეჟიმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევან დოთიაშვილის გათავისუფლება დღეს იგეგმება.

რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის მთავარი მოწმე მეოთხე დღეა, ცხინვალის ე.წ. იზოლატორშია. მისი სასწრაფოდ გათავისუფლება ოფიციალური თბილისის და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოთხოვნაა. მედიასთან დღეს პირველად საუბრობს ის ადამიანი, რომელიც მკვლელობამდე წუთებით ადრე თამაზ გინტურთან ერთად იმყოფებოდა. თამაზ პაპიტაშვილი ლომისას სალოცავზე გადაღებულ იმ კადრებშიც ჩანს, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა გაავრცელა. სოფელ კირბალის მკვიდრი იხსენებს, რომ სასაფლაოს შემდეგ გინტურთან და ლევან დოთიაშვილთან ერთად ეკლესიაში ავიდა, თუმცა ცუდად ყოფნის გამო ტერიტორია ტყის გავლით მალევე დატოვა.