გატაცება საოკუპაციო ხაზიდან

რუსი ოკუპანტების მორიგი პროვოკაცია – სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მომხდართან დაკავშირებით, ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ეცნობათ საერთაშორისო პარტნიორებს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.