თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2018 წლის შემოდგომაზე მოკლული ვიტალი საფაროვის ახლობლების მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს. სოლიდარობის აქცია მოკლული ახალგაზრდის ოჯახის მხარდასაჭერად იმართება. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს რასიზმს და ქსენოფობიას. პარალელურად, საქალაქო სასამართლოში იწყება საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პირის პროცესი.
25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს მოკლეს. ის არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩართულობის და განვითარების ცენტრში” მუშაობდა.
„ჩართულობის და განვითარების ცენტრისა“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებული ორივე პირი ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია, ხოლო მკვლელობის თვითმხილველების ამბობენ, რომ კონფლიქტის დროს საუბარი სამშობლოსა და ქართველობას ეხებოდა.