ვიტალი საფაროვის საქმე

მოსამართლის რეზონანსული გადაწყვეტილება თბილისში მოკლული უფლებადამცველის საქმეზე.

ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს დღეს 15-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს. თუმცა ბოლო სხდომაზე სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების ფორმულირებაში კორექტირება შეიტანა და დამამძიმებელი გარემობის ნაწილი მოხსნა, რასაც მოკლულის ოჯახის უკმაყოფილება მოჰყვა.

ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ეთნიკური და რასობრივი შეუწყნარებლობის ნიადაგზე, – ასეთი იყო თავდაპირველად საგამოძიებო უწყების ფორმულირება.

25 წლის ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს, დიუმას ქუჩაზე კაფე-ბართან სასტიკად მოკლეს.