ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ვიტალი საფაროვის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, მოუსმენენ იმ მოწმეებს, რომლებიც მკვლელობის ფაქტს უშუალოდ შეესწრნენ.

ვიტალი საფაროვის მკვლელობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. მათ სიძულვილის მოტივით ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.