საფაროვის საქმე

საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა, – მათგან ორი ექსპერტი და ერთი გამომძიებელი.

ექსპერტებმა ვიტალი საფაროვის სხეულზე არსებულ იმ დაზიანებებზე ისაუბრეს, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. პროკურორის თქმით, მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ საქმეში არსებულ დანაზე, აღმოჩენილია საფაროვის სისხლის კვალი და ერთ-ერთი ბრალდებულის, ავთანდილ კანდელაკიშვილის ანაბეჭდებიც. დაცვის მხარე მოწმეთა ჩვენებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

ვიტალი საფაროვის მკვლელობაზე, გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილს ბრალი წარდგენილი აქვთ განზრახ მკვლელობის მუხლით დამამძიმებელი გარემოებებით, ჩადენილი ჯგუფურად, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო. დანაშაული 13-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.