საფაროვის საქმე

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე, ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა. მისი თქმით, მკვლელობა ეთნიკურ ნიადაგზეა ჩადენილი.

მოწმე ირაკლი ბელთაძე, მომხდარის დროს ადგილზე იმყოფებოდა. მისი განცხადებით, სიტყვიერი გარჩევისას ბრალდებულები, სოხაძე და კანდელაკიშვილი გააღიზიანა საფაროვის გამონათქვამმა, რომ იყო ებრაელი და ძალიან უყვარდა საქართველო.

გიორგი სოხაძის ადვოკატი, მკვლელობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს.

ვიტალი საფაროვის მკვლელობაზე, გიორგი სოხაძეს და ავთანდილ კანდელაკიშვილს, ბრალი წარდგენილი აქვთ განზრახ მკვლელობის მუხლით დამამძიმებელ გარემოებაში, როგორც ჩადენილი ჯგუფურად რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.

დანაშაული 13-დან, 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

—ლს—