ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე, დაპირისპირების თვითმხილველი და საქმის გამომძიებლები დაიკითხნენ. მოწმემ აღწერა მომხდარი და ასევე მიუთითა ბრალდებულთა მონაწილეობაზე.
საქმის პროკურორის განცხადებით, არაერთი მტკიცებულება და პირდაპირი მოწმეა, რომელიც კანდელაკიშვილის და სოხაძის მიერ ჩადენილ მკვლელობას ადასტურებს. თუმცა ადვოკატებს საპირისპირო პოზიცია აქვთ და ისინი არც დღეს დაკითხულ მოწმეებს არ ენდობიან.
ვიტალი საფაროვის მკვლელობაზე გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილს ბრალი წარდგენილი აქვთ განზრახ მკვლელობის მუხლით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯგუფურად, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.
დანაშაული 13-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.