ვის რა მიზნები ამოძრავებს ომისგან განადგურებულ ლიბიაში - გადაკვეთენ თუ არა წითელ ხაზებს საერთაშორისო აქტორები, რატომ ალაპარაკდა საფრანგეთის პრეზიდენტი ნატო-ს „ტვინის სიკვდილზე“ და მიიღებს თუ არა მსოფლიო ახალ სამხედრო-პოლიტიკურ რეალობას
ლიბიის ომში გარე ძალების ჩართულობამ კონფლიქტი შესაძლოა თავიდან გააჩაღოს.
დაძაბულ ვითარებაში თურქეთის ჩართვამ ძალთა ბალანსი ლიბია-თურქეთის ალიანსის სასარგებლოდ შეიცვალა. მეორე ბანაკი ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის ირგვლივ არის მობილიზებული, რომელიც უკან იხევს. ლიბიის მეზობლები ღია მუქარაზე გადავიდნენ. თუ გაერო-სგან აღიარებული მთავრობა ამბოხებულ გენერალს შეავიწროვებს, ეგვიპტე სამხედრო ინტერვენციის უფლებას იტოვებს.
პარალელურად ლიბიის კონფლიქტი ორი ნატოელი მოკავშირის, თურქეთის და საფრანგეთის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზიც ხდება.