შვედეთის წევრობა, უკრაინის დახმარება და პარტნიორობის გაძლიერება ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნებთან, თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკა, თავდაცვის ხარჯების გაზრდა – ამ თემებზე მსჯელობენ ვილნიუსში, სადაც დღეს ნატო-ს სამიტი გაიხსნა. ერთობლივი ფოტოს გადაღების შემდეგ, ლიდერები ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფორმატში შეუდგებიან მუშაობას. მანამდე გაკეთდა ერთობლივი განცხადებები.
ვილნიუსში, სამიტის ადგილზე უკვე იმყოფება ამერიკის პრეზიდენტი.
ნატო-ს სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს.