ნატოს სამიტი - შეფასებები

რა შედეგით დასრულდა საქართველოსთვის ნატოს ვილნიუსის სამიტი.

ალიანსის ლიდერების საბოლოო კომუნიკეს ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს რომ, კომუნიკე ნატოსთან დაახლოების კუთხით საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. მმართველ პარტიაში კი განსხვავებული მოსაზრება აქვთ. მათი თქმით, საქართველო სრულ თანხვედრაშია ნატოს სტანდარტებთან და მზად არის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის, ჯერი კი ნატოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა.