„ვილნიუსის სამიტის გზავნილი ძალიან მკაფიოა – კარი ფართოდ ღიაა საქართველოსთვის და უკრაინისთვის. რაც არ შეცვლილა არის ის, რომ მოკავშირეებს სურთ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი“. ამის შესახებ ვილნიუსის სამიტის შედეგების შეფასებისას კელი დეგნანმა განაცხადა. ამერიკის ელჩის თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს როგორც სამხედრო შესაძლებლობები, ასევე პოლიტიკური, დემოკრატიული სტაბილურობა და ინსტიტუტები ნატო-ს მაგიდასთან დასაჯდომად. „არ შეცვლილა გადაწყვეტილება ნატოს ღია კართან დაკავშირებით და ყველა მოკავშირე, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების გასატარებლად“ – აცხადებს კელი დეგნანი.