ვატო ყიფიანს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ბრალდების მხარის განმარტებით, ყიფიანის მხრიდან როგორც მიმალვის, ასევე ხელახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე არსებობდა. ამასთან, ბრალდებული იცნობს საქმეში დაკითხულ არაერთ მოწმეს და შესაძლოა ამ მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა. ვატო ყიფიანს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადება, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღების ორგანიზება. ვატო ყიფიანის ექსტრადირება საქართველოში რამდენიმე დღის წინ განხორციელდა.
მოამბე