“ვარკეთილის" მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მოქალაქეებიდან კლინიკებში ცხრა პაციენტი რჩება
მეტრო “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 დაშავებული მოქალაქიდან კლინიკებში ამჟამად ცხრა პაციენტი რჩება.
“შავი ზღვის” კლინიკაში ამჟამად ექვსი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. ერთმა დაშავებულმა გუშინ ღამით მიმართა კლინიკას. პაციენტს თავის ტკივილები აღენიშნებოდა. სამი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ დღესვე გაწერენ სახლში.
ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაში სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. ორ პაციენტს კიდურის მოტეხილობის გამო ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკის დირექტორის, კონსტანტინე მუმლაძის თქმით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.