თბილისის მთავრობის სხდომა

პირველი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, შესაბამის სამსახურს მიმართოს. რაც შეეხება „ვარკეთილის მეტროს“ რეაბილიტაციას, ის 9 თებერვლიდან იწყება. სამუშაოების ფარგლებში, ივლისი-აგვისტო მეტრო მუშაობას შეწყვეტს. პროექტის ღირებულება 13 მილიონ ლარზე მეტია და 18 თვეს მოიცავს. რეაბილიტაციის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგება იგეგმება.