ზაზა სარალიძე კლინიკაში ადვოკატმა მოინახულა

ზაზა სარალიძე კლინიკაში ადვოკატმა მოინახულა. ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. უფლებადამცველის განცხადებით, სავარაუდოდ, მას ბრალი ხვალ წარედგინება, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან ადვოკატი ჯერჯერობით თავს იკავებს.

დაპირისპირება გუშინ პარლამენტთან კარვების გაშლის მცდელობას მოჰყვა. ზაზა სარალიძე სამმართველოში წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც სარალიძის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ინგოროყვას კლინიკაში ასევე რჩება დაშავებული პოლიციელი, რომელიც ტვინის შერყევით შეიყვანეს. მისი მდგომარეობა ასევე სტაბილურია.