ვარდების მოედანზე მისულ სტუმრებს ყველის ფესტივალზე წელს მეთორმეტედ უმასპინძლეს

ყველის მსოფლიო რუკაზე ქართულ სულგუნს მეათე, საპატიო ადგილი უჭირავს. იმერული და მეგრული სულგუნი, თუშური გუდა, ტრადიციული იმერული – სხვადასხვა დასახელების ქართული და ევროპული ყველი დღეს მრავლად იყო წარმოდგენილი ქალაქის ცენტრში საგანგებოდ გაშლილ დახლებზე.

ვარდების მოედანზე მისულ სტუმრებს ყველის ფესტივალზე წელს უკვე მეთორმეტედ უმასპინძლეს.