სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ვარდების მოედნისთვის ახალ სახელზე შეჯერდა

პირველი რესპუბლიკის მოედანი – სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ვარდების მოედნისთვის ახალ სახელზე შეჯერდა.

საკითხი დასამტკიცებლად უახლოეს საკრებულოს სხდომაზე გავა. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, რადგან  26 მაისს სრულდება 100 წელი პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან საქართველოში, კომისიის წევრები და უმრავლესობა სწორედ ამ სახელზე შეჯერდნენ.

სახელდებისა და სიმბოლიკის სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. მათი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ვარდების რევოლუციას ებრძვის.