ქართული ყველის ფესტივალი მთაწმინდაზე

მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალი იმართება. ფესტივალზე წარმოდგენილია სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი ეკოლოგიურად სუფთა ყველი, თაფლი, ჩაი და სხვა ადგილობრივი ნაწარმი. მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე მნახველებს მასპინძლობენ გამოცდილი მეყველეები, მეფუტკრეები და სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე მეწარმეები. ფესტივალზე ასევე მოეწყობა საინტერესო პერფორმანსები, ყველის ამოყვანის მასტერ-კლასები, დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.