ვარდების მოედანი ყველის ფესტივალს მასპინძლობს

ყველის ფესტივალს მასპინძლობს ვარდების მოედანი. ღონისძიებაში ყველის მწარმოებელი 50 კომპანია მონაწილეობს. წარმოდგენილია როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული სახეობები, ასევე, საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები.

ფესტივალზე ყველის ოსტატები სტუმრებს პროდუქტის დამზადების მეთოდებსაც გააცნობენ. დამთვალიერებელს საშუალება აქვს, გასინჯოს დამბალხაჭო, მუჩლისა და ყველის სხვა სახეობები.