ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მედიკოსების რეკომენდაციით, ის დანიშნულ მკურნალობას აგრძელებს. კლინიკო-ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების შედეგად ორგანიზმში სიმსივნური პროცესი გამოირიცხა. ექიმები გამორიცხავენ ინტოქსიკაციასაც.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.