გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის მოწყობისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმას ეხება, სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ „კანვასის“ წევრები დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, გამოკითხვა ამ წუთებში უნდა დაიწყოს.

შეგახსნებთ, რომ სუს-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში იგეგემება სამოქალაქო არეულობა, გეგმის ავტორები კი ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი არიან.