სუს-ის განცხადება დესტაბილიზაციის და არეულობის გეგმაზე

დესტაბილიზაცია, სამოქალაქო არეულობა და შედეგად ხელისუფლების დამხობა – სუს-ის ინფორმაციით, ასეთია საქართველოში განსახორციელებელი ძალადობრივი გეგმა, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით უკრაინაში  მზადდება.

პროვოკაციის მოწყობის პერიოდად ოქტომბერ-დეკემბერია გათვალისწინებული. დრო, როდესაც კანდიდატის სტატუსზე ევროპულმა სტრუქტურებმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადონ. როგორც სუს-ში ამბობენ, დესტრუქციული ძალები ფსონს სწორედ წევრობის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის უარზე დებენ და მას არეულობის მოწყობის მთავარ მიზეზად განიხილავენ. სუს-ში აცხადებენ იმასაც, რომ დესტრუქციული ძალა ძირითადად უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ წევრებით არის დაკომპლექტებული და მათ დაგეგმილი დესტაბილიზაციისთვის გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის სხვა ახლო წევრებთან ერთად ამზადებს.

მოქმედი ხელისუფლების დამხობის მცდელობა უკრაინიდან და შეფასებები თბილისში – ნახეთ თეონა ხუბულავას სიუჟეტში.