ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ - გამოხმაურებები

„მრავალი წელი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობდნენ, სპონტანურად დაწყებული მიტინგები არ განევითარებინათ, ახლა პარტია აღდგენის გზაზეა. ვიმედოვნებ, დავინახავთ რეალურ პროტესტს ქუჩაშიც – ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ არხთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში ერთადერთი რეალური, სერიოზული ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც ყოფილი ხელმძღვანელობის მრავალწლიანი პასიურობს შემდეგ, ახლა აღდგენის გზაზეა. მერაბიშვილმა ნიკა მელია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შიდაპარტიული არჩევნების შედეგად, ყოფილი თავმჯდომარე ახალგაზრდებთან დამარცხდა.

განცხადებას გამოხმაურება მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნიკა მელიას მხარდამჭერი ბაჩო დოლიძე, მათ პასიურობაზე მერაბიშვილის განცხადებას უტიფარ ტყუილს უწოდებს. მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში კონკრეტული ჯგუფის სახით დაბრუნდა, დესტრუქციის მეტი არაფერი მოაქვს. მერაბიშვილის ინტერვიუს შეფასებები მოყვა სხვა პოლიტიკოსების მხრიდანაც.