ვანო მერაბიშვილის გამოკითხვა

ორ საათზე მეტია, რაც ვანო მერაბიშვილი გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. საქმე ეხება საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდს.

როგორც გამომძიებლებმა შესვლამდე აღნიშნეს, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ დრომდე მიცემულ ჩვენებებში ვერ შეძლო იმ პირების ამოცნობა, რომლებმაც მერაბიშვილის განმარტებით, ის საკნიდან გაიყვანეს. საწინააღმდეგოზე საუბრობს მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი. მისი თქმით, მერაბიშვილს შეუძლია ამოიცნოს ყველა ის პირი, ვინც მისი საკნიდან გაყვანის ეპიზოდში მონაწილეობდა.