ვანო მერაბიშვილის ადვოკატის მოთხოვნა

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან სამედიცინო დიაგნოზის გადაცემას ითხოვს. ინტერესების დამცველის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გუშინ კიდევ ერთხელ იყო კლინიკაში გადაყვანილი გამოკვლევებზე. მისივე ცნობით, მერაბიშვილს ჯანმრთელობის პრობლემა კვლავ სასუნთქ გზებზე აქვს, ისევე როგორც ორი თვის წინ.

ადვოკატი ითხოვს, გააცნონ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკის მიერ დადგენილი დიაგნოზი და ასევე, რა სახის მედიკამენტებით ხდებოდა მისი მკურნალობა.

სასჯელაღსრულების უწყების ინფორმაციით, გუშინდელი კვლევის შედეგები ადვოკატს დღის მეორე ნახევარში გადაეცემა.