ვანო მერაბიშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მისმა მოძღვარმა მოინახულა. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ექიმებმა სწორი დიაგნოზი ვერ დაუსვეს. მისი თქმით, ამაზე თავად მერაბიშვილიც საუბრობს. სასულიერო პირის თქმით, ერთთვიანმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო.