ვაკის პარკში სოლიდარობის აქცია დასრულდა

აქცია სახელწოდებით „სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე“ ვაკის პარკში დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ პრემიერ -მინისტრს განცხადებით მიმართეს. ისინი გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას, სპეციალური საგამოძიებო კომისიის საზოგადოებისთვის სანდო პირებით დაკომპლექტებასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მონაწილეების დასჯას მოითხოვენ.

აქციის წევრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მხარს უჭერენ ზაზა სარალიძეს და ემიჯნებიან ყველა პოლიტიკურ პარტიას.

აქციის ორგანიზატორები გიორგი კვირიკაშვილს დროს შესახვედრად ხვალ, 15:00 საათამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მასშტაბური აქციების ჩატარებას აპირებენ.