მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი

მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომები მოწმეების დაკითხვით გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დასაკითხად მივიდა დაზარალებული მხარე, ზაზა სარალიძე, თუმცა სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმეში ახალი ადვოკატი ერთვებოდა და მას დაზარალებული მხარის დასაკითხად მომზადება სჭრიდებოდა.

შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა და სარალიძის დაკითხვა დღეს აღარ მოხდება. სხვა მოწმეებთან მიმართებაში კი მსგავსი შუმდგომლობა დაცვის მხარეს არ დაუყენებია. დაზარალებული მხარის ადვოკატს ეჭვი აქვს, რომ მსგავსი პროცედურებით დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.