ვაკის პარკში აქცია „სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე“ მიმდინარეობს
ვაკის პარკში აქცია „სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე“ მიმდინარეობს

სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე – ამ სახელწოდების აქცია ვაკის-პარკში იმართება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია. ისინი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებას და რეალური დამნაშავეების დასჯასა და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ. შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ ზაზა სარალიძეს.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს უარი თქვან პოლიტიკურ სპეკულაციებზე.

შეგახსენებთ, შვილმოკლული ოჯახების სოლიდარობის  აქცია ვაკის პარკში გუშინაც ჩატარადა.  აქციას ორგანიზაციის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელი შალვა კუჭაშვილი და ის ახალგაზრდები შეუერთდნენ, რომლებიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს გაემიჯნენ. ისინი პოლიტიკოსებს ოჯახური ტრაგედიებით სპეკულაციაში ადანაშაულებენ და  სუფთა ხელებით სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ.