შეხვედრა გენერალურ პროკურორთან

ზაზა სარალიძე ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურორს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სარალიძემ განაცხადა, მათ დასმულ შეკითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ილაპარაკებს. მისი ადვოკატის თქმით, გენერალურმა პროკურორმა ცალკე გამოყოფილი საქმის შესწავლის პირობა მისცა. რაც შეეხება შეხვედრაზე დაგეგმილი საკითხების განხილვას, ადვოკატის განცხადებით, ზოგიერთი მათგანი კვლავ შეუთანხმებელი დარჩა.