მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესი ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე უნდა დაკითხულიყო. ერთ-ერთი მოწმე არის გამომძიებელი, რომლის დაკითხვაც წინა სხდომაზე დაიწყო და დღეს უნდა გაგრძელებულიყო. დაცვის მხარეს მასთან კითხვები აქვს ვაკის პარკის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით, თუ რატიმ არის წაშლილი მნიშვნელოვანი მონაკვეთი. დღესვე იგეგმებოდა სამხარაულის ექსპერტის დაკითხვაც, რომელმაც დაზიანებულ კაბელზე ჩაატარა კვლევა.