ვაკის პარკის საქმე - ადვოკატების განცხადება

ვაკის პარკის საქმის ადვოკატები აცხადებენ, რომ დაცვის მხარეს სამართლიანი სასამართლოს უფლება შეეზღუდა. მათი თქმით, დაცვის მხარის მთავარი მოწმეები სასამართლოში არ გამოიკითხებიან. ადვოკატების განმარტებით, ბრალდების მხარემ მათი მტკიცებულებები უდავოდ გახადა, რის გამოც, მოსამართლემ მოწმეების გამოკითხვის აუცილებლობა საჭიროდ აღარ ჩათვალა. ადვოკატების თქმით, აღნიშნული მოწმეები დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებლები იყვნენ. მათივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ.