მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. სხდომაზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ვახტანგაშვილს უსმენენ. სასამართლოს ჩვენების მიცემის ინიციატივით მან თავად მიმართა. მას სამსახურებრივ გულგრილობაში ედავებიან. პროკურატურამ დაასრულა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა. 9 განსასჯელს შორისაა შადრევანის სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის, „გრინსერვისის“ დირექტორი და კომპანიის სხვა წარმომადგენლებიც.