მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დღეს ბრალდების ორი მოწმე დაიკითხება. პროკურორის ინფორმაციით, მოუსმენენ ექსპერტს, რომელმაც დაზიანებულ კაბელზე კვლევა ჩაატარა. ადვოკატის შეფასებით, ეს ექსპერტიზა არასრულყოფილად არის ჩატარებული. დღესვე დაიკითხება „გრინსერვისის“ მენეჯერი.